ევროკომისიის სპიკერის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს.
"ჩვენ სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ მათ მიმართ და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და ვაგრძელებთ გზებისა და ვარიანტების შესწავლას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას იმ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ და ეს უკვე დაიწყო უმაღლესი წარმომადგენლის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს გავლით, ასევე ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე. ასევე, მიღებული გადაწყვეტილებები მოიცავს დამატებით ვარიანტებს, თუ რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ, სანქციებიდან დაწყებული უვიზო რეჟიმის შეჩერებით დამთავრებული". - უპასუხა ჰიპერმა ჟურნალისტის მიერ ელენე ხოშტარიას დაკავების შესახებ დასმულ კითხვას.





