თბილისის მერი კახი კალაძე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მისთვის "გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა".
„გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს ფაქტი იმ ვითარებაში, როდესაც მთელმა გუნდმა, განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი გადადო გვერდით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დანის პირზე გვიწევს სიარული. გახსოვთ რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღესაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა - არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, ბევრი შეურაცხყოფა, შანტაჟი, მუქარებია. ამიტომ, როდესაც მსგავსი ტიპის ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არასასიამოვნოა. დაველოდოთ გამოძიებას“ - თქვა კახი კალაძემ.
ცნობისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძე, 11 სექტემბერს დააკავეს.
"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე" - თქვა სუს-ის წარმომადგენელმა ბრიფინგზე





