რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პისტორიუსი: რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა NATO-ს წინააღმდეგ პროვოკაციაა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი
AP Photo/Christophe Ena

"არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამდენი დრონის ამ მიმართულებით, პოლონეთის ტერიტორიაზე გადაფრენა შემთხვევით მოხდა" – გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ოსკარ პისტორიუსი10 სექტემბერს, პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრას ეხმაურება

პისტორიუსის თქმით, რუსეთის ეს ქმედება არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ მთელი NATO-ს წინააღმდეგ იყო პროვოკაცია. 

"რუსული დრონების მიერ საჰაერო სივრცის განმეორებით დარღვევა მიუღებელია და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, არა მხოლოდ პოლონეთის წინააღმდეგ. ეს ცალსახად უნდა ითქვას: ეს პროვოკაციაა NATO-ს, როგორც ერთობისა და ჩვენი ევროპული უსაფრთხოების წესრიგის წინააღმდეგ" – თქვა პისტორიუსმა. 

10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.

კომენტარები