სუს

მამუკა მდინარაძე ლევან იოსელიანს შეხვდა

ივანიშვილის სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.

"სუს-ის ხელმძღვანელმა ომბუდსმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტები გააცნო.

მამუკა მდინარაძემ და ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება.

მამუკა მდინარაძემ და ლევან იოსელიანმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს". - წერია სუს-ის განცხადებაში.

იოსელიანმა მდინარაძეს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა.

კომენტარები