აშშ-რუსეთი

პესკოვი ტრამპს: არავინ არანაირ შეთქმულებას არ გეგმავს, ამის არც სურვილია და არც დრო

არანაირ შეთქმულებას არავინ არ გეგმავს, ამის არც სურვილია და არც დრო. 

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელმაც გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც პეკინს, ფხენიანსა და მოსკოვს ვაშინგტონის წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში ადანაშაულებს. ტრამპის განცხადების პარალელურად ჩინეთში მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის აღსანიშნავი აღლუმი გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ესწრებოდნენ.

კომენტარები