უკრაინის პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად ლვოვში ანდრი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
30 აგვისტოს ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას წევრი და ყოფილი თავმჯდომარე ანდრი პარუბი მოკლეს.
სროლა ლვოვის ერთ-ერთ რაიონში მოხდა და მიღებული ჭრილობების შედეგად პარუბი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, მკვლელმა პოლიტიკოსს რვაჯერ ესროლა.
"ვიცით რომ ეს მკვლელობა შემთხვევითი არ არის, მასში იკვეთება რუსეთის კვალი". – განაცხადა უკრაინული პოლიციის მეთაურმა, ივან ვიგოვსკიმ.





