რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უიტაკერი: გასულ თვეში უკრაინამ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის 20% გაანადგურა

აშშ უკრაინას დაახლოებით $1 მილიდარის ღირებულების საბრძოლო მასალას მიჰყიდის. ასევე, აშშ NATO-ს მოკავშირეებთან თვეში დაახლოებით $1 მილიარდის საბრძოლო მასალით ვაჭრობს, რომელიც საბოლოოდ უკრაინაში ჩადის. მაშასადამე, პრეზიდენტი ტრამპი უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და ამავდროულად გადასცემს მათ უფრო ღრმა იერიშების შესაძლებლობებს, რაც, ცხადია, მათ თავდასხმით მოქმედებაშიც დაეხმარება. გასულ თვეში უკრაინამ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 20% გაანადგურა.

ამავდროულად, ტრამპს კიდევ უამრავი ბერკეტი აქვს. ინდოეთზე დაწესებული სანქციები სწორედ ამ კვირაში შევიდა ძალაში. აშკარაა, რომ ისინი მოქმედებს. მოსალოდნელია, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვის კუთხით საკუთარ ქცევას შეიცვლის.

თქვა NATO-ში აშშ-ს ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები