რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ГУР: უკრაინამ ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს რუსულ სარაკეტო ხომალდს დაარტყა

ГУР

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, 28 აგვისტოს აზოვის ზღვაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს, უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს რუსულ Buyan-M-ის ტიპის მცირე ზომის სარაკეტო ხომალდს, რომელიც Kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით იყო აღჭურვილი. 

სააგენტოს მიხედვით, ოპერაციის ფარგლებში ГУР-ის სპეციალური დანაყოფის, Prymary-ს მებრძოლებმა დრონის მეშვეობით რუსული გემის სარადარო სისტემა დააზიანეს, ხოლო სპეციალური დანიშნულების რაზმებმა სარაკეტო ხომალდზე პირდაპირი იერიში მიიტანეს. 

"დარტყმების შედეგად რუსული სარაკეტო ხომალდი, რომელიც ადგილზე Kalibr-ის ტიპის რაკეტების პოტენციური გაშვებისთვის ემზადებოდა ტემრიუკის ყურიდან, დაზიანდა და და იძულებული გახდა, საბრძოლო მოვალეობის ზონა დაეტოვებინა." - წერს ГУР და იერიშის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

კომენტარები