NATO ბალტიის ზღვაში

DW: გერმანიამ ავიაგამანადგურებლები გაგზავნა რუსული თვითმფრინავისთვის გზის გადასაჭრელად

ბრიტანეთის საჰაერო ძალების Typhoon Eurofighter-ები
REUTERS/Johanna Geron

გამოცემა Deutsche Welle-ის ინფორმაციით, გერმანიამ ავიაგამანადგურებლები გაგზავნა, რათა გზა გადაეჭრა რუსული ИЛ-20-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავისთვის, რომელიც 26 აგვისტოს ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავდა. 

DW-ს მიხედვით, Eurofighter-ის ტიპის ორი ავიაგამანადგურებელი გერმანიის როსტოკ-ლააგის ავიაბაზიდან აფრინდნენ მას შემდეგ, რაც რუსული თვითმფრინავი შენიშნეს, რომელსაც გადამცემ-მოპასუხე მოწყობილობა გამორთული ჰქონდა და ფრენის გეგმა არ ჰქონდა წარდგენილი. 

ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ზუსტად სად მოხდა ინციდენტი ან რამდენი ხანი იმყოფებოდა რუსული თვითმფრინავი აკრძალულ საჰაერო სივრცეში. 

მანამდე, 20 აგვისტოს, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი გერმანული ავიაგამანადგურებელი რუმინეთ–უკრაინის საზღვართან გაიგზავნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დრონებით შეუტია ქალაქ იზმაილს, რომელიც მდინარე დუნაის ნაპირზე რუმინეთის საზღვართან მდებარეობს.

თავდასხმამ "უკრაინის საზღვართან, ტულჩას რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში, საჰაერო ვითარების მონიტორინგის მიზნით" ორი გერმანული Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლის გაგზავნა გამოიწვია - ნათქვამი იყო რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები