ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

მერცის თქმით, გერმანია არ შეუერთდება პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების ინიციატივას

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ გერმანია არ შეუერთდება დასავლელი მოკავშირეების ინიციატივას, რომ მომდევნო თვეში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინა სახელმწიფოდ აღიარონ. 

აღნიშნული განცხადება მერცმა კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ცნობისთვის, ივლისში კარნიმ თქვა, რომ კანადა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას აპირებს. მანამდე მსგავსი განცხადებები ავსტრალიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმაც გაავრცელეს. 

"ფედერალური მთავრობის პოზიცია მკაფიოა, როცა საქმე პალესტინის სახელმწიფოებრიობის შესაძლო აღიარებას ეხება," თქვა მერცმა. 

"კანადამ ეს იცის. ჩვენ არ შევუერთდებით ამ ინიციატივას. ვერ ვხედავთ, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილებულია." - დაამატა მან. 

კომენტარები