უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ 24 აგვისტოს განაცხადა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ფრონტის ხაზზე მდებარე სამი სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
სირსკის თქმით, უკრაინულმა ძალებმა "წარმატებულად შეასრულეს კონტრშეტევა და გაწმინდეს" ზელენიი ჰაის, მიხაილივკისა და ვოლოდიმირივკის სოფლები.
"უკრაინის დამოუკიდებლობისა და უკრაინული დროშის დაცვა მხოლოდ ცარიელი სიტყვები არაა, არამედ ყოველდღიური რისკი და ყოველდღიური საგმირო საქმეა," დაამატა მან.
ცნობისთვის, ოკუპანტებისგან გათავისუფლებული სამივე სოფელი პოკროვსკის სამხრეთით მდებარეობს. სირსკიმ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ პოკროვსკი ფრონტის ხაზის "ყველაზე რთულ" მონაკვეთს წარმოადგენს.





