რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსული მხარე: რუსეთში მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით იერიში მიიტანეს

Pintai Suchachaisri/Moment RF/Getty Images

რუსეთში მოსკოვზე, სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე დრონებით იერიში იყო

ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი, ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის ჩრდილოეთდასავლეთის სატრანსპორტო პროკურატურა ავრცელებს.

სობიანინმა დაწერა, რომ რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა დრონი ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრენდა. მისივე თქმით, ნაწილების ვარდნის ადგილას საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ, ხოლო დაშავებულების ან დაზიანებების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ამასთან, ბეგლოვმა დაწერა, რომ სანქტ-პეტერბურგში პუშკინსკისა და კრასნოსელსკის რაიონებში დრონები ჩამოაგდეს. 

იერიშის გამო სანქტ-პეტერბურგში პულკოვოს აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა, ათობით რეისი კი გადაიდო. 

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ თქვა, რომ ჯამში ექვსი დრონი გაანადგურეს. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ სამრეწველო ზონებსა და დაწესებულებებს და საჯარო სივრცეებს თავი აარიდონ.

კომენტარები