გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში "ხემაღალსა" და "ღვერკში" მეწყერი გააქტიურდა.
როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მეწყერულმა მასებმა "ნაწილობრივ გადაკეტა" მდინარე კორნებასღელე.
"მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდ.კორნებასღელე.
დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება. წინასწარი ინფორმაციით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
სააგენტოს გეოლოგები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან ერთად გაიცა რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას". - წერია განცხადებაში.





