უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ უკრაინის, აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების გუნდები უსაფრთხოების გარანტიების არქიტექტურაზე მუშაობენ და შედეგები მომდევნო დღეებში მზად იქნება.
ზელენსკის თქმით, ნიდერლანდების პრემიერს, დიკ სხოოფს დიპლომატიურ ძალისხმევაზე, ვაშინგტონში შეხვედრასა და უსაფრთხოების გარანტიებზე ელაპარაკა. მანვე აღნიშნა, რომ სხოოფთან განიხილა, თუ როგორ შეუძლია ნიდერლანდებს ამ პროცესში თავისი ჩართულობა გაზარდოს.
ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მშვიდობიანი განრზახვის არანაირ ნიშანს არ ამჩნევენ და რუსეთი უკრაინული ქალაქების დაბომბვას აგრძელებს.
"რა თქმა უნდა, პარტნიორებთან ჩვენს დიპლომატიურ სამუშაოებსა და ვაშინგტონში შეხვედრებზე ვილაპარაკეთ. ახლა ამ ომის დასრულების რეალური შანსი არსებობს და უკრაინა მზად არის კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, რომლებსაც ჭეშმარიტი მშვიდობის დაახლოება შეუძლია. თუმცა, რუსეთი თავის მხრივ მშვიდობიანი განზრახვის არანაირ ნიშანს არ ავლენს და ჩვენი ქალაქების დაბომბვას აგრძელებს. მოსკოვისგან ამ დღეებში მომავალ ყველა გზავნილს ამგვარადვე აღვიქვამთ. მათი პოზიციის შესაცვლელად ზეწოლა და ასევე ყველა საკითხის განსახილველად უმაღლეს დონეზე შეხვედრა არის საჭირო.
უსაფრთხოების გარანტიები განვიხილეთ. ამჟამად უკრაინის, აშშ-ს, ევროპელი პარტნიორების გუნდები არქიტექტურაზე მუშაობენ. მომდევნო დღეებში მუშაობის ყველა შედეგი მზად იქნება. ვიკითხეთ, თუ როგორ შეუძლია ნიდერლანდებს ამ პროცესში ჩართულობა გაზარდოს და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში დაგვეხმაროს". - წერს ზელენსკი.
"ასევე ვილაპარაკეთ ჩვენი ერთობლივი პროექტებისა და უკრაინის თავდაცვის წარმოებაში ინვესტიციების შესახებ. მნიშვნელოვან შეთანხმებებსა და შეხვედრას ვამზადებთ სამომავლოდ". - წერს ზელენსკი.





