ავტოსაგზაო შემთხვევა

საჩხერეში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა - ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

საჩხერეში, სოფელ კორბოულში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა - ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. შსს-ს ცნობით, მძღოლი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს მძღოლის მიერ სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება  თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები