რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ბრიანსკის ნავთობსატუმბ სადგურზე იერიში მიიტანა

22 აგვისტოს ღამეს, უკრაინამ რუსეთში, ბრიანსკის ოლქში მდებარე ნავთობსატუმ სადგურ უნეჩაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაურის, რობერტ ბროვდის (მეტსახელი მადიარი) თქმით, სპეცოპერაციის ფარგლებში 14 დრონი-კამიკაძე იყო გამოყენებული.

ბროვდი საკუთარ Telegram-არხში იერიშის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს:

უნეჩა ნავთობის პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მაგისტრალის, დრუჟბას საკვანძო სადგურია. დრუჟბას საერთო სიგრძე დაახლოებით 9000 კილომეტრია.

კომენტარები