აშშ-ბელარუსი

ტრამპი: ლუკაშენკო მადლობა გადავუხადე 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის, ვმუშაობთ 1 300-ზე

შესანიშნავი საუბარი მქონდა ბელარუსის პატივცემულ პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. სატელეფონო ზარის მიზანი იყო მადლობის გადახდა 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის. ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებითი 1 300 პატიმრის გათავისუფლებას. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, პრეზიდენტ პუტინის ალასკაში ვიზიტი. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრას მომავალში

წერს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ში ალექსანდ ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ.

კომენტარები