სააგენტო Reuters დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდება.
წყაროების თქმით, შეხვედრის დღის წესრიგი უცნობია, თუმცა კელოგმა ის რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში წინსვლის შესაძლო გზად დაასახელა.
მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-თან საუბარში ხაზი გაუსვა, რომ 30 აპრილს ბელარუსმა ამერიკის მოქალაქე იურას ზიანკოვიჩი გაათავისუფლა, რაც შესაძლოა ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის სურვილზე მანიშნებდეს.
ცნობისთვის აშშ-მ 2022 წელს ბელარუსში საელჩოს მუშაობა შეაჩერა.





