უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, სარატოვის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა.
ინფორმაციას ადგილობრივი მაცხოვრებლები Telegram-ში ავრცელებენ.
ქალაქზე იერიშის შესახებ დაწერა სარატოვის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშევმა, თუმცა მაღალჩინოსანს ნავთობის ქარხანა არ უხსენებია.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საჰაერო თავდაცვის ძალებმა 53 უკრაინული დრონი გაანადგურა. უწყების მტკიცებით, სარატოვის ოლქში მხოლოდ ერთი უპილოტო საფრენი აპარატია ჩამოგდებული.





