რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NATO-ს ახალი მექანიზმით გერმანია უკრაინას $500-მილიონიან სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

cepa

გერმანიამ 13 აგვისტოს გამოაცხადა, რომ NATO-ს ახალი მექანიზმის, "უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL)" ინიციატივის ფარგლებში, კიევს $500 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. 

გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ დახმარების პაკეტის ფარგლებში ყურადღება "კრიტიკული მნიშვნელობის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისთვის" საჭირო აღჭურვილობას დაეთმობა. 

"ეს მყისიერადაა საჭირო, რათა [უკრაინელებმა] თავი დაიცვან უწყვეტი რუსული საჰაერო იერიშებისგან, რაც უკრაინაში უფრო და უფრო მეტ მოქალაქეებს ხოცავს." - განაცხადეს სამინისტროებმა. 

აგვისტოს დასაწყისში NATO-მ უკრაინისთვის დიდი ოდენობის იარაღის პაკეტების რეგულარულად მიწოდების კოორდინაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ კიევს €500 მილიონის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, საბრძოლო მასალებსა და სხვა სახის სამხედრო დახმარებას გაუგზავნიდა. 

5 აგვისტოს შვედეთმა ასევე განაცხადა, რომ ერთობლივ ძალისხმევაში $275-მილიონიან წვლილს შეიტანდა, ხოლო დანიამ და ნორვეგიამ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას $500 მილიონის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საბრძოლო მასალებსა და სათადარიგო ნაწილებს მიაწოდებდნენ. 

გამოცემა Associated Press-ის ცნობით, აღჭურვილობის ორი პაკეტი, რომლის უდიდესი ნაწილიც აშშ-შია შესყიდული, უკრაინაში, სავარაუდოდ, აგვისტოს თვეშივე მოხდება, თუმცა ნორვეგიიდან გაგზავნილი პაკეტის უკრაინამდე ჩაღწევას სექტემბრისთვის მოელიან. 

აღსანიშნავია, რომ NATO-ს ახალი ინიციატივის ფარგლებში შემუშავებული სამხედრო დახმარების პაკეტების შემადგენლობა უკრაინისთვის პრიორიტეტულ შეიარაღებას, აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალებს მოიცავს.

"პაკეტები სწრაფად მომზადება და მათი გაცემა რეგულარულად მოხდება," განაცხადა NATO-მ 4 აგვისტოს. 

კომენტარები