რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ინდოეთის პრემიერის თქმით, თავის "მეგობარ პუტინთან" ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი (მარცხნივ), რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) ივლისში მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე
Photo: Associated Press

ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ 8 აგვისტოს დაწერა, რომ იგი რუსეთს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ელაპარაკა.

"ძალიან კარგი და დეტალური საუბარი მქონდა ჩემს მეგობარ პრეზიდენტ პუტინთან. მადლობა გადავუხადე უკრაინაზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ჩემთვის გაცნობისთვის," დაწერა მოდიმ X-ზე. 

გავრცელებულ პოსტში ინდოეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ტელეფონით საუბრისას ორივე ლიდერმა კვლავ დაადასტურა მათი ერთგულება, რათა უფრო გაღრმავდეს "ინდურ-რუსული სპეციალური და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობა."

"ველოდები ინდოეთში პრეზიდენტ პუტინისთვის მასპინძლობას მოგვიანებით, მიმდინარე წელს," დაამატა მოდიმ. 

ცნობისთვის, მანამდე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნარენდრა მოდიმ პუტინი ნიუ-დელიში რუსეთ-ინდოეთის ყოველწლიურ სამიტზე მიიწვია. 

ამასთან, რუსეთისა და ინდოეთის ლიდერებს შორის სატელეფონო ზარის გამართვამდე 2 დღით ადრე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ინდურ პროდუქციაზე დამატებით 25%-იანი ტარიფი დააწესა, რითაც აშშ-ში იმპორტირებულ ინდურ პროდუქციაზე ჯამურმა ტარიფმა 50% შეადგინა. 

კომენტარები