რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვის განცხადების თანახმად, აუცილებელია საქართველომ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებთან ძალის არგამოყენების ხელშეკრულება დადოს.
"პირველად ამოცანებს შორის საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიული შეთანხმების დადება, რომელიც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული ამბების არ გამეორების გარანტი, არამედ "თბილისი-სოხუმი-ცხინვალის" ნორმალიზებისკენ მოძრაობის ათვლის წერტილი გახდება. სიტუაციის სტაბილურობა კი, სამი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში დელიმიტაციის, შემდგომ კი დემარკაციის პროცესს შეუწყობს ხელს. რუსეთი, როგორც აფხაზეთის, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, მზად არის ხელი შეუწყოს ამ სამშვიდობო პროცესებს". – განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა რუსეთის როლი კონფლიქტის მოგვარებაში:
"როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ უარი თქვა აგრესორის მოთოკვაზე, რუსეთი აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თანამედროვე და ადეკვატური პასუხი გასცა ამ მზაკვრულ იერიშს".
რუსმა დიპლომატმა ასევე შეაქო საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება:
"არსებობს შესაძლებლობა, ვიმედოვნოთ პროგრესზე მოლაპარაკებებში МДЗ-ის ფარგლებში, იმ ფონზე, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა სააკაშვილის მიერ განხორციელებული აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, ასევე განაცხადა აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ეს გულახდილი განცხადებები გახდეს გადამწყვეტი თბილისის მიდგომებში სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისას და კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებში გადაიზარდოს".





