უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხის განხილვის მიზნით ევროპის ლიდერებთან შეხვედრებს გეგმავს.
ზელენსკის თქმით, ყველა პარტნიორი მკაფიოდ ხვდება, რომ ომის შესაჩერებლად ნაბიჯები რუსეთმა უნდა გადადგას და ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის ომი ევროპის წინააღმდეგ. და თითოეული საკითხი, რომელიც ომის დასრულებას ეხება, მთლიან ევროპას ეხება.
"ამიტომ ევროპის ხმას უნდა ჰქონდეს გავლენა პროცესებზე. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპელ ლიდერებთან, რომ შევათანხმოთ პოზიციები და თითოეული ჩვენგანის მუშაობა სხვა ლიდერებთან, რათა ევროპის პოზიციები იყოს დაცული". - თქვა ზელენსკიმ.
ცოტა ხნით ადრე, გამოცემა The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.
მედის წყაროს ინფორმაციით, ტრამპის გეგმა ევროპელი ლიდერების მოლაპარაკებებში ჩართულობას არ ითვალისწინებს.
ინფორმაციას გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინი და შეხვედრის შესაძლო ადგილად არაბთა გაერთიანებული საამიროები დაასახელა.





