რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
უწყების ცნობით, ელისაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს.
პროკურატურის თანახმად, 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მათი ცნობით, ელისაშვილი მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის, კიევის ოლქის ქალაქ ირპენის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში კი მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში.
ელისაშვილს რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.





