აშშ წყნარ ოკეანეში მდებარე მცირე ზომის კუნძულ ტინიანზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ აეროდრომს აღადგენს. კუნძული აშშ-ს ტერიტორიაზე, კერძოდ ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებში შედის და ის 80 წლის წინ, იაპონიაზე ატომური თავდასხმისთვის გამოიყენეს.
დასრულების შემდეგ, აეროდრომი აშშ-ს საჰაერო ძალებს ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე წყნარ ოკეანეში გადაადგილებისა და მონიტორინგის დამატებით ბერკეტს მისცემს.
"ჩვენ შეგვიძლია ძალები განვალაგოთ იქ, გავწვრთვნათ და მოკავშირეებთან ერთად ვიმუშაოთ" – ამბობს აშშ-ს შეიარაღებული ძალების ადმირალი, გრეგორი ჰაფმანი.
კუნძული ტინიანი 101 კვადრატულ კილომეტრს შეადგებს და იაპონიისგან 2 400 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს.





