აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთს ტარიფები დაუწესა.
ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სიციალურ ქსელში წერს.
“ინდოეთი არა მხოლოდ დიდი ოდენობით რუსულ ნავთობს ყიდულობს, არამედ შემდეგ მსხვილი მოგებისთვის ღია ბაზარზე ყიდის. მათ არ ადარდებთ, უკრაინაში რამდენი ადამიანი ეწირება რუსეთის ომის მანქანას. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ აშშ-სთვის გადასახდელ ტარიფებს” – წერს ტრამპი.





