მოსკოვში, 21 ივლისის ღამეს უცნობმა პირებმა რუსეთის არმიისთვის დრონების წარმოებაში ჩართული კომპანიის ხელმძღვანელის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას РБК-Україна დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"21 ივლისის ღამეს, მოსკოვში უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს კომპანია ПетроИнжиниринг-ის ხელმძღვანელის, ვლადიმირ პეტროვის Mercedes-Benz ML350-ის მარკის მანქანას". - წერია განცხადებაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანია ჩართულია რუსეთის არმიისთვის დრონების, ელექტროძრავების, ელექტროგენერატორებისა და ტრანსფორმატორების წარმოებით არის დაკავებული.
17 ივლისს უცნობი დრონები თავს დაესხნენ რუსეთში, ტულას რეგიონში მდებარე ქიმიურ საწარმოს, რომელიც რაკეტებისა და დრონებისთვის ნივთიერებებს აწარმოებს.
მანამდე, РБК-Україна ავრცელებდა ინფორმაციას, რომ უკრაინის დაზვერვის კიბერსპეციალისტები თავს დაესხნენ რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დრონების მწარმოებელ კომპანიას.





