რუსეთი

რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე, ირინა პოდნოსოვა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია TASS ავრცელებს. 

"ირინა პოდნოსოვა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა" – წერს გამოცემა. 

პოდნოსოვა სასამართლოს თავჯდომარე 2024 წლის 17 აპრილს, წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ გახდა.

კომენტარები