რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების მე-14 პოლკი რუსულ სამიზნეებზე იერიშისთვის დრონებს ამზადებს
14 Окремий Полк БпАК / Telegram

21 ივლისის ღამით უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 21 ივლისის ღამეს უკრაინული წარმოების 15 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ.

მისი თქმით, დრონების ნამსხვრევები ახალი მოსკოვის ტერიტორიის - კიევსკის დასახლების - მახლობლად ჩამოვარდა.

"ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მიღებულია ყველა აუცილებელი ზომა. წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული დაზიანებები და დაშავებულები არ არის" - აღნიშნა სობიანინმა.

ღამის განმავლობაში მოსკოვის ოთხივე აეროპორტის ფუნქციონირება დროებით შეიზღუდა.

როსტოვის ოლქში უკრაინული დრონები ჩამოაგდეს ქალაქ ნოვოშახტინსკში, შახტსა და ნოვოჩერკასკში, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა, იური სლიუსარმა. ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, მათ შორის, რკინიგზის სადგურის შენობაში კამენოლომნის დასახლებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 74 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათგან 23 - მოსკოვის რეგიონზში, მათ შორის 15, რომლებიც უშუალოდ მოსკოვისკენ მიფრინავდნენ.

კომენტარები