ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრომ 18 ივლისს განაცხადა, რომ ავსტრალიის არმიის შემადგენლობიდან ჩამოწერილი 49 ერთეული M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკების პირველი ტრანში უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია.
ავსტრალია Abrams-ის ტანკებს უკრაინას 2024 წლის ოქტომბერში დაჰპირდა, თუმცა 28 აპრილს ავსტრალიური მედია, ABC News თავდაცვის სფეროს ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინისთვის Abrams-ის ტანკების მიწოდება, სავარაუდოდ, ვაშინგტონის მხრიდან წინააღმდეგობის გამო დროებით გადაიდო. უკრაინული გამოცემა Kyiv Independent წერს, რომ ტანკების მიწოდების გადადება 9 თვით მოხდა.
სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ უკრაინამ აშშ-ში დამზადებული და მოკავშირეების მიერ დაპირებული Abrams-ის ტანკების უმრავლესობა უკვე მიიღო, ხოლო საბოლოო ტრანშის უკრაინაში გაგზავნა "მომდევნო თვეებშია" მოსალოდნელი.
"M1A1 Abrams-ის ტანკები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ უკრაინის მიმდინარე ბრძოლაში რუსეთის არალეგალური და ამორალური თავდასხმის წინააღმდეგ. [...] ავსტრალია მტკიცედ აგრძელებს მხარდაჭერას უკრაინისა და სამართ₾იანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ," განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლზმა.





