კრიმინალი

ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში კაცი ჩაცხრილეს – მას, სავარაუდოდ, 5 ტყვია მოხვდა

ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში კაცი ჩაცხრილეს - გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, მას 5 ტყვია აქვს მოხვედრილი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. 

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები