აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა.
ამჯერად სანქციების სამიზნე 4 ირანელი ფიზიკური პირი და ირანში დაფუძნებული 4 კრიპტო კომპანია გახდა - კერძოდ: Nobitex, Bitpin, Ramzinex და Wallex. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ოთხივე სუბიექტი კრიპტოვალუტას აქტივების ციფრული გაცვლისთვის იყენებს.




