რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: რეალურად, დღეს პრობლემა ჩვენში კი არა - ევროკავშირშია

ეს პრობლემები წარმოშვა ამ ომმა და ეს არის ჩვენი იმედი, რომ ომის დასრულებასთან ერთად, ეს გარემოებებიც შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, ნორმალიზებისკენ წავა და რატომ. რეალურად პრობლემა ჩვენში კი არ არის, პრობლემა არის დღეს ევროკავშირში. 

ამ ომმა ევროკავშირი, ბრიუსელი ამოაგდო ევროპული კალაპოტიდან. მშვიდობის პროექტი უცებ აღმოჩნდა ომის წინაშე, მათ შორის იმიტომ, რომ პოლიტიკური ელიტა არ იყო ამისთვის მზად და მომწიფებული, გარკვეული დაბნეულობა შეიტანა, რა როლი აქვს ევროკავშირს. უყურებდნენ აშშ-ს, როგორც მთავარ გარანტორს უსაფრთხოებისა ევროპის კონტინენტზე, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ს სხვანაირი პოლიტიკა აქვს ამასთან დაკავშირებით. რასაც ვხედავთ დღეს, მშვიდობის პროექტი გადაიქცა უცებ მილიტარისტულ პროექტად. 

ვხედავთ, რომ მიდის რაღაც ძველი, ცივი ომის პერიოდიდან ნაცნობი ტერმინი, გამალებული შეიარაღებისკენ ლტოლვა სხვადასხვა ქვეყნების და ევროკავშირი, რომელიც მშვიდობის პროექტად იყო ჩაფიქრებული, დღეს ფაქტობრივად მილიტარისტულ, ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობის წყალობით რაღაც მილიტარისტული გზით მიდის, რაც მისთვის არაორგანულია და ამიტომაც არის, რომ გარკვეულ რაღაც ექსტრემალურ, დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამენ, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით.

თქვა სამთავრობო პროპაგანდისტული იმედის ეთერში ივანიშვილის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები