ავარიული შენობა-ნაგებობები თბილისში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. რაც ჩვენ დავითვალეთ, დაახლოებით, 10 000-მდე შენობა-ნაგებობაა ავარიული, რომელსაც დემონტაჟი, განახლება, ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლება სჭირდება [...] როცა საუბარი ჩანაცვლებაზე მიმდინარეობს, ძალიან ხშირად, უმეტეს შემთხვევაში, ვაწყდებით პრობლემას, როცა ავარიულ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა იმაზე მეტ ფართს ითხოვს, ვიდრე დღეს ისინი ცხოვრობენ.
მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს. ჩვენ იმის უფლებამოსილება არ გვაქვს, რომ მოსახლეს იმაზე მეტი ფართი შევთავაზოთ, ვიდრე სადაც ისინი ცხოვრობენ [...] ბოლო დღეების განმავლობაში, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, მოსახლეობის 100%-ის თანხმობის გარეშე, მათი კორპუსებიდან გამოყვანა შესაძლებელია - ეს ტყუილია.





