რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ არ უნდა დაბომბოს მოსკოვი – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Jonathan Ernst/Reuters/File

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის უკრაინის მიერ მოსკოვის დაბომბვის წინააღმდეგია.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, უნდა იყო თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი "აგრესიული" და უნდა გასცეს თუ არა მოსკოვში ან რუსეთის სიღრმეში დარტყმის ბრძანება, ტრამპმა უპასუხა: "არა, მან არ უნდა დაბომბოს მოსკოვი".

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უარყო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გაგზავნის გეგმა: "არა, ჩვენ ამას არ ვაპირებთ".

გარდა ამისა, ტრამპმა კითხვაზე, არის თუ არა ახლა უფრო მეტად უკრაინის მხარეზე, უპასუხა: "მე არავის მხარეს ვარ. მე ვარ კაცობრიობის მხარეს, რადგან მსურს, რომ მკვლელობები დასრულდეს".


მანამდე, გამოცემა Financial Times საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანისკენ წააქეზა, მათ შორის, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზეც.

"ვოლოდიმირ, შეგიძლიათ მოსკოვს დაარტყათ? სანქტ-პეტერბურგსაც?" ციტირებენ ტრამპს წყაროებზე დაყრდნობით. ზელენსკიმ კი უპასუხა: "აბსოლუტურად. შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვცემთ."

კომენტარები