აშშ-ჩინეთი

მალაიზიაში მარკო რუბიოსა და ვანგ ის შეხვედრა გაიმართა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი

11 ივლისს მალაიზიაში აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის შეხვედრა გაიმართა. ეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რუბიომ მოლაპარაკებები "პოზიტიურად" შეაფასა.

"ვფიქრობ, ეს ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა იყო" - განაცხადა რუბიომ.

რუბიო და ვანი კუალა-ლუმპურში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე იმყოფებიან.

რუბიოს თქმით, "არსებობს მაღალი ალბათობა", რომ აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტები პირადად შეხვდებიან ამ საკითხების განსახილველად, თუმცა მან დროის კონკრეტული ჩარჩო არ დაასახელა, მხოლოდ აღნიშნა, რომ ამგვარი შეხვედრის გამართვის "ძალიან დიდი სურვილი" არსებობს.

გუშინ ვანგ იმ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა "ცალმხრივი პროტექციონიზმის გავლენა და ტარიფების ბოროტად გამოყენება" და ჩინეთი საერთაშორისო სისტემის "უფრო სამართლიან და რაციონალურ" წესრიგს მოითხოვდა.

კომენტარები