რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა, დაიღუპა 2 ადამიანი

10 ივლისს რუსეთმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რეგიონი რამდენჯერმე დაბომბა.

იერიშის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. 

ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 10:00 საათზე მტერმა სოფელი კანცედალოვკა დაბომბა, შედეგად დაიჭრა 59 წლის ქალი.

მოგვიანებით რუსეთმა კუპიანსკში იერიში მიიტანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე, შედეგად დაიღუპა ერთი კაცი.

დაახლოებით 14:20-ზე ოკუპანტებმა არტილერიით დაბომბეს სოფელი მირნოე, შედეგად დაიჭრა 57 წლის კაცი, ხოლო 72 წლის ქალმა ძლიერი სტრესული შოკი მიიღო.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები