ბელარუსი

ბელარუსში დევნილობაში მყოფი ოპოზიციური ლიდერის კაბინეტი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა

სვეტლანა ტიხანოვსკაია
deutschland.de

ბელარუსში დევნილობაში მყოფი ოპოზიციური ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას "ერთიანი გარდამავალი კაბინეტი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, კაბინეტის სხვადასხვა დანაყოფებიც ტერორისტულ ორგანიზაციად ცხადდება, რის შედეგადაც მათი მუშაობა ბელარუსში სრულად აიკრძალა.

ერთიანი გარდამავალი კაბინეტი 2022 წლის 9 აგვისტოს, ტიხანოვსკაიამ დევლინობაში ჩამოაყალიბა ალექსანდრ ლუკაშენკოს დიქტატურასთან დასაპირისპირებლად. კაბინეტის მიზანია ბელარუსის დემოკრატიული ძალების გაერთიანება.

ტიხანოვსკაია ბელარუსის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი 2020 წელს გახდა, რადგან მისი ქმარი, სერგეი ტიხანოვსკი დააკავეს, თუმცა, მას ქვეყნის დატოვება მოუწია მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ არჩევნების მასობრივი გაყალბების შედეგად გამარჯვება გამოაცხადა. 

კომენტარები