აშშ-რუსეთი

მალაიზიაში რუბიოსა და ლავროვის შეხვედრა დაიწყო

მალაიზიის დედაქალქ კუალა-ლუპურში აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს.

ეს რუბიოს რუს კოლეგას მეორე შეხვედრა იქნება. პირველი შეხვედრა ამ წლის დასაწყისში საუდის არაბეთში შედგა. ბოლო თვეების განმავლობაში მათ ტელეფონით არაერთხელ ისაუბრეს, მაშინ როცა აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობდა.

CNN შეხვედრის დაწყებამდე წერდა, რომ შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემის საჯარო მზაობის ფონზე წარიმართება.

CNN აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პიტინის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს ავრცელებს.

შეგანხსენებთ, რომ ტრამპმა რუსეთის პრეზიდეტნთან 3 ივლისს საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ  "ძალიან იმედგაცრუებული" იყო, რადგან მასთან "საერთოდ არანაირი პროგრესი" არ ჰქონდა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები