არ არის საინტერესო, მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუციაა, რაც ბუნებრივია, არის ძალიან დასანანი და სამწუხარო.
ეს ყველაფერი ახდენს საქართველოში ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას და თვითონ ევროპული კვლევების მიხედვითვე რომ არის დაკლებული, დაახლოებით 20%-ით საქართველოში ნდობა ევროპული სტრუქტურების მიიმართ არ უნდა უკვირდეთ, როცა ასეთ სამარცხვინო შანტაჟს ახორციელებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არ დააბრუნონ ხელისუფლებაში არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა.





