აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კანონპროექტი, რომელიც იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას განაგრძობენ, მკაცრ სანქციებს დაუწესებს, პუტინისთვის "საჭირო მესიჯის გაგზავნას" წარმოადგენს.
მან ასევე მიანიშნა, რომ შესაძლოა წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის შესახებ კენჭისყრა გაიმართოს.
"ჯერ დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ინტერესი ამ საკითხის მიმართ [წარმომადგენელთა] პალატის მხარეს, ასე რომ, ვნახავთ" - განუცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებს.
"ვლადიმირ პუტინი არ გამოხატავს რაიმე მზადყოფნას, რომ საკითხს გონივრულად მოექცეს ან მშვიდობის უზრუნველყოფაზე სერიოზულად ისაუბროს და ვფიქრობ, ჩვენ მათ მესიჯი უნდა გავუგზავნოთ - აი ესაა ჩემი ხედვა" - დასძინა მან.
მანამდე, აშშ-ს სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ თქვა, რომ რუსეთის სანქციების ორპარტიული კანონპროექტის კენჭისყრა, შესაძლოა, ამ თვეში გაიმართოს.
ტუნმა განაცხადა, რომ "მნიშვნელოვანი წინსვლა" იქნა მიღწეული "ორივე პარტიის მიერ ფართოდ მხარდაჭერილ რუსეთის სანქციების კანონპროექტზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მოლაპარაკებების პროცესში ბერკეტების გაძლიერებას და უკრაინაში სისხლისღვრის დასრულებას ისახავს მიზნად".





