რუსეთმა ხერსონის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 9 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია, ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია და ოლქის პროკურატურა Telegram-ზე ავრცელებენ.
უწყებების თანახმად, რუსეთმა იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანა და, მათ შორის, ორ სამოქალაქო ავტომობილს დაესხა თავს.
პროკურატურის ცნობით, 8 ივლისის დილით რუსულმა დრონმა ხერსონში სამოქალაქო ავტომობილზე ასაფეთქებელი ჩამოაგდო, რის შედეგადაც შიგნით მყოფი 66 წლის მძღოლი დაიღუპა. შემთხვევასთან დაკავშირებით უკრაინულმა მხარემ საქმე აღძრა.
ამასთნ, ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსულმა დრონმა კიდევ ერთ სამოქალაქო ავტომობილზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც 51 წლის ქალი და 50 წლის კაცი დაშავდნენ და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან.
გარდა ამისა, ადმინისტრაიცის ცნობით, რუსული დრონების შედეგად მაღაზიასთან ახლოს მდგომი 75 წლის კაცი და 50 და 54 წლის ორი ქალი დაშავდნენ.





