უკრაინამ კრასნოდარის ოლქში მდებარე რუსულ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა.
ინფორმაცია მედია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი ქარხნის ტექნოლოგიური საწარმოს ტერიტორიაზე აფეთქდა.
ა.შამარის სახელობის ილსკის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქის ერთ-ერთ წამყვანი საწარმოა.
ქარხანა რუსული სამხედრო-საწარმო კომპლექსის ნაწილია.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა მოსკოვის ოლქში მდებარე ქიმიურ ქარხანაზე. სოციალურ ქსელებში დარტყმის ამსახველი ვიდეოები ვრცელდება.





