NATO-ს გენერალურმა მდივანმა მანამდე გამოცემა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთს NATO-ს ქვეყნებზე თავდასხმისკენ უბიძგოს, რათა ალიანსს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონიდან ყურადღება გადაატანინოს იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი ტაივანზე თავდასხმას გადაწყვეტს.
"თუ სი ძინფინგი ტაივანს თავს დაესხმება, ის ჯერ უზრუნველყოფს, რომ ამ ყველაფერში თავის უმცროს პარტნიორს, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს, დაურეკოს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და უთხრას: "ამის გაკეთებას ვაპირებ და მჭირდება, რომ ევროპაში საქმე მისცე NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმით." - ამბობს რუტე ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს მოვლენათა განვითარების ყველაზე სავარაუდო გზაა.
თუმცა, რუტეს თქმით, ამის შესაჩერებლად საჭიროა, რომ NATO კოლექტიურად იმდენად ძლიერი იყოს, რომ რუსებმა ეს არასდროს ქნან და ამასთანავე, NATO-მ პრეზიდენტ ტრამპთან უნდა ითანამშრომლოს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.





