უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მიდინარე ომში ლაოსის ჩართვას ცდილობს.
"ამჟამად, კრემლი რუსეთის კურსკის რეგიონში ლაოსის სახალხო არმიის საინჟინრო დანაყოფის გაგზავნას უწევს კოორდინაციას, სადაც ისინი განაღმვით სამუშაოებს ჩაატარებენ" - წერია ГУР-ის განცხადებაში.
ГУР აღნიშნავს, რომ "ლაოსი, რომელიც საგარეო დახმარებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, კურსკის ოლქში ნაღმებით დაფარული ტერიტორიის განაღმვითი სამუშაოების დასახმარებლად დაახლოებით 50 სამხედრო ინჟინრის გაგზავნაზე თავდაპირველად მზადყოფნა გამოხატა.
გარდა ამისა განცხადებაში წერია, რომ ლაოსი რუსეთის სამხედროებისთვის, რომლებიც უკრაინაში ბრძოლის დროს დაიჭრნენ, უფასო რეაბილიტაციის სერვისების შეთავაზებასაც აპირებს.
ГУР ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ მესამე ქვეყნების ქმედებების "ჰუმანიტარული სარჩულით დაფარვა" ომში მათ მიერ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის ნორმალიზებას ისახავს მიზნად.





