რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინელი სამხედრო ტყვეების კიდევ ერთი ჯგუფი სამშობლოში დაბრუნდა

უკრაინელი სამხედრო ტყვეების კიდევ ერთი ჯგუფი სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, სამხედრო ტყვეებს შორის სამოქალაქო პირებიც არიან.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ტყვეების გაცვლა უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენი ხალხი სახლშია. მათი უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.

დღეს ჩვენი დამცველები ბრუნდებიან, რომლებიც უკრაინისთვის სხვადასხვა რეგიონებში, დონეცკში, მარიუპოლში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ხერსონში იბრძოდნენ. ესენი არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის მეომრები. ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.

გაცვლა უნდა გაგრძელდეს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს. უკრაინის მიზანი ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებაა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამას შესაძლებელს ხდის" - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

კომენტარები