ბაქოს SPUTNIK-ის ოფისში, სავარაუდოდ, "ფსბ"-ს ორი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედიები ავრცელებენ.
30 ივნისს აზერბაიჯანელი სამართალდამცავები რუსული პროპაგანდისტული მედიის ოფისში ჩხრეკის მიზნით შევიდნენ.
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს, ეკატერინბურგში რუსი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული რეიდის შედეგად აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დაიღუპა.
29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანში დაგეგმილი რუსული კულტურის ღონისძიებები გაუქმდა.
30 ივნისს ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი:
"ვწუხვართ, რომ აზერბაიჯანმა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღო. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მუშაობა იმ მოვლენების მიზეზების და ხასიათის დადგენა, რომლებიც, აზერბაიჯანული მხარის აზრით, ასეთი დემარშების მიზეზი გახდა".





