რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე 477 დრონითა და 60 რაკეტით მასიური იერიში მიიტანა

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით 28-29 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, ჯამში 537, საჰაერო ობიექტი გაუშვა.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა იერიშისთვის 477 დრონი, Kh-47M2 კინჟალის ტიპის 4 ჰიპერბგერითი, ისკანდერ-M ან KN-23-ის 7 ბალისტიკური, Kh-101 ან ისკანდერ-K ტიპის 41, კალიბრის ტიპის 5 ფრთოსანი და 3 საზენიტო რაკეტა გამოიყენა.

საჰაერო ძალების განცხადებით, ჩამოგდებულია 249 საჰაერო ობიექტი, ხოლო 226 რადარებიდან გაქრა.

რუსული დარტყმების შედეგად ჯამში შვიდი ლოკაცია დაზიანდა.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებისას უკრაინელი პილოტი დაიღუპა, ხოლო მისი F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა.

"პილოტმა სრულად გამოიყენა ბორტზე არსებული შეიარაღება და მოაგერია შვიდი საჰაერო სამიზნე. უკანასკნელის ჩამოგდებისას მისი თვითმფრინავი დაზიანდა და სიმაღლის დაკარგვა დაიწყო". - წერია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები