წულუკიანის კომისია

დევიდ ლემის თემთა პალატაში საქართველოში ოპოზიციონერების დაკავებაზე კითხვები დაუსვეს

24 ივნისს, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, საქართველოში ბოლო დღეებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე კითხვები დაუსვეს.

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, პრიტი პატელი (კონსერვატიული პარტია): უკრაინამ მამაცურად დაუპირისპირდა პუტინის უკანონო შეჭრას და ეს მოხდა ჩვენი უდავო მხარდაჭერით. გაგვაცნობს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი განახლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები მიმდინარეობს მილიარდობით ფუნტის ღირებულების გაყინული რუსული აქტივების გასათავისუფლებლად? რუსეთის მუქარასა და საზიანო გავლენასთან დაკავშირებით, მინისტრი შეშფოთებული იქნება იმის გაგებით, რომ ამ კვირაში საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები დააკავეს. რა ნაბიჯებს დგმას მთავრობა საპასუხოდ და განიხილება თუ არა შემდგომი სანქციები პუტინის მიერ ევროპაში დემოკრატიის აბსოლუტურად ბოროტად გამოყენების შეჩერების მიზნით?

დევიდ ლემი: ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ დაგმო ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები და მე მხარს ვუჭერ ამ განცხადებას. რაც შეეხება რუსულ აქტივებს, ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპელ კოლეგებთან და ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას, ეს დღეს NATO-ს სამიტზე განსახილველი თემა იქნება.

მარკ პრიტჩარდი (კონსერვატიული პარტია): გვარამია, ჯაფარიძე, ხაზარაძე, ჯაფარიძე და ვაშაძე: საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ექვსი ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს. რის გაკეთებას აპირებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ამასთან დაკავშირებით? და რა არის მთავრობის მესიჯი ქართველი ხალხისადმი, რომლებიც ამ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის შედეგებს განიცდიან?

სტივენ დოუთი: ქართველმა ხალხმა ნათლად გამოთქვა ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენ სრულიად ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამ დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართულ ოცნებას ჩემი წუხილები პირდაპირ გადავეცი და ამას კვლავ გავაკეთებთ.

კომენტარები