ამ მასშტაბის პოლიტიკური დევნა საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს - ოპონენტების, აქტიური მოქალაქეების, სიტყვის თავისუფლების, მედიის შეზღუდვა, მთლიანად, მთელი პაკეტი. პოლიტიკოსებთან ერთად, კიდევ 60-მდე სინდისის პატიმარი გვყავს. მე მგონია, ეს ძალის დემონსტრირების მცდელობაა. იქიდან გამომდინარე, რომ რეჟიმს სერიოზული პრობლემა აქვს და ამ პრობლემის "მოგვარებას" ცდილობს. ეს პრობლემა არის ქართული საზოგადოება, რომლის მნიშვნელოვან ნაწილში ამ რეჟიმის სრული მიუღებლობაა [...]
ამ რეპრესიებზე ერთადერთი პასუხი პროტესტის მყარად გაგრძელება და მისი გაფართოების მაქსიმალური მცდელობაა [...] ნორმალური ქვეყნისთვის პოლიტიკური დევნა ყოველთვის დიდი პრობლემაა, მაგრამ ამავე დროს, ის, რასაც ივანიშვილი საფრთხეს უქმნის, უფრო დიდია, ვიდრე პოლიტიკური დევნა. ამას მოიცავს, მაგრამ ბევრად უფრო დიდია.





